მესი და რონალდუ პელეს რეკორდს ემუქრებიან

0
6

ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ “ფეხბურთის მეფედ” წოდებული პელეს რეკორდის დასამხობად ემზადებიან.
პელემ „სანტოსის“ მაისურათი 638 შეხვედრაში 619 გოლი გაიტანა.
ამ მომენტისთვის „ბარსას“ არგენტინელი შემტევის, 31 წლის ლეო მესის ანგარიშზე 661 შეხვედრაში 577 გოლია და მას 43 გოლი სჭირდება  პელეს რეკორდის მოხსნისათვის.
რაც შეეხება პორტუგალიელ რონალდუს, საკლუბო დონეზე მის ანგარიშზე 789 შეხვედრაში 589 გოლია და 31 გოლის გატანის შემდეგ კრიშტიანუს პელეს რეკორდის დამხობა შეეძლება.
თუ მიმდინარე სეზონში ვერა, სავარაუდოდ 2020-2021 წლების სეზონში ედსონ არანტეს დო ნასიმენტუს რეკორდს რონალდუ და მესი გააუმჯობესებენ.