ბოატენგი “ბარსაშია” და “რეალთან” გოლის გატანა სურს

0
6

იტალიის “სასუოლოს” აფრიკელი შემტევი, კევინ-პრინს ბოატენგი, სეზონის ბოლომდე კატალონიის “ბარსელონას” ღირსებას დაიცავს. “ბარსას” ტვიტერის ოფიციალურმა გვერდმა ტრანსფერი უკვე დაადასტურა. კატალონელთა კლუბს განელის გამოსყიდვა სეზონის ბოლოს 8 მილიონ ევროდ შეეძლება.

„ბარსა, მოვდივარ. ვწუხვარ, რომ “სასუოლოს” დატოვება მიწევს, მაგრამ ეს შანსია, რომელიც უნდა გამოვიყენო. არ მკითხოთ “რეალზე”, ეს უკვე წარსულია. ახლა მხოლოდ “ბარსელონაზე” ვფიქრობ და მინდა, მადრიდის “სანტიაგო ბერნაბეუზე” გასამართ კლასიკოში გოლი გავიტანო“, – განაცხადა ბოატენგმა.