“მანჩესტერს” კვლავ ფერგიუსონი მართავს…

0
5
“მანჩესტერმა” მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს გადაყენების შემდეგ ახალი მწვრთნელის, ნორვეგიელი ოლე-გუნარ სოლსკიაერის ხელმძღვანელობით ზედიზედ ექვსი მატჩი მოიგო საერთო ანგარიშით 17:3.
 Manchester Evening News-ის მტკიცებით, რომ ალექს ფერგიუსონი “იუნაიტედში” რუხი კარდინალის როლს ასრულებს –  შოტლანდიელის რჩევით დაითხოვეს პორტუგალიელი სპეციალისტი და მიიყვანეს სოლსკიაერი. ამასთან, ფერგიუსონი ნორვეგიელს მეტოქეზე ინფორმაციის შეგროვებაში ეხმარება და შემადგენლობის შერჩევისას რჩევებს აძლევს.