ლევან ხარაბაძე “ციურიხში” ითამაშებს

0
24

თბილისის “დინამოს” მარცხენა მცველი ლევან ხარაბაძე შვეიცარიაში “ციურიხთან” აწარმოებდა მოლაპარაკებას. ოფიციალურად დადასტურდა, რომ ქართველი ფეხბურთელი კარიერას სწორედ ამ შვეიცარიულ გუნდში გააგრძელებს.
ხარაბაძე “ციურიხში” იჯარის წესით გადავიდა. შვეიცარიელთა ღირსებას იგი უახლოესი წელიწადნახევრის განმავლობაში დაიცავს.
ხარაბაძე 18 წლისაა, იგი თბილისის დინამოს აღზრდილია. გასულ სეზონში ლევანმა დედაქალაქელთა რიგებში 37 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.