მესი ლა ლიგაში პირველია

0
3

ესპანეთის ლა ლიგის მე-19 ტურის შეხვედრაში კატალონიის “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე “ეიბარი” მიიღო და 3-0 იმარჯვა.

მასპინძლებმა ანგარიში მე-19 წუთზე გახსნეს. თავი ლუის სუარესმა გამოიჩინა. 53-ე წუთზე თავისი გოლი ლეო მესიმაც გაიტანა და გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც პირენელთა უძლიერეს საფეხბურთო ლიგაში 400 გოლს მოუყარა თავი. მატჩის 59-ე წუთზე ლუის სუარესმა დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ლიონელ მესი მხოლოდ მეორე ფეხბურთელია, რომელმაც 400 და მეტი გოლი გოლი გაიტანა ევროპის ტოპ–5 ლიგების ისტორიაში. პირველი კრიშტიანუ რონალდუა 409 გოლით. თუმცა, მესის 63 მატჩით ნაკლების ჩატარება დასჭირდა 400 გოლის მისაღწევად.

ლიონელ მესიმ და ლუის სუარესმა ერთად მიმდინარე ლა ლიგაში 31 გოლი გაიტანეს. არცერთ გუნდს ლა ლიგაში მეტი გოლი არ გაუტანია (“სევილიას” და “სელტას” 31–31), ვიდრე “ბარსას” ვარსკვლავურ დუეტს.

ამ მოგებით ბარსამ 43 ქულა დააგროვა და მეორეადგილოსან მადრიდის “ატლეტიკოსთან” სხვაობა 5 ქულამდე გაზარდა.