დუდა სანაძის შთამბეჭდავი დებიუტი ახალ კლუბში

0
4

დუდა სანაძის ბრწყივალე დებიუტი პოლონეთის უმაღლეს ლიგაში. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა სეზონის ბოლომდე კონტრაქტი “რადომ როსასთან” გააფორმა და პოლონეთის ჩემპიონატის მატჩში ახალ კლუბში დებიუტი ჰქონდა. “რადომი” სტუმრად ლიუბინის “სტარტს” შეხვდა და 91:109 დამარცხდა, ქართველი ლეგიონერი კი 21 ქულით თავის გუნდში ბომბარდირი გახდა.

სანაძე სასტარტოში არ ყოფილა, თუმცა მოედანზე 27:24 წუთი გაატარა და ამ მაჩვენებელში თანაგუნდელთაგან მხოლოდ ობი ტროტერს ჩამორჩა. დუდამ 7-დან 5 ორქულიანი, 9-დან 3 სამიანი და 6-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 21 ქულასთან ერთად სანაძემ 3 მოხსნა 2 პასი, 1 ჩაჭრა და ერთი დაფარება მოაგროვა. ქართველმა მსროლელმა 3 ჯარიმა მიიღო და ბურთი ერთხელ დაკარგა.

სანაძე რადომელთა ბომბარდირი გახდა, სარგებლიანობის ინდექსით კი საუკეთესოობა 3 თანაგუნდელთან – იაკუბ პარჟენსკისთან, კარლ ლინდბომთან და ობი ტროტერთან გაიყო. ოთხივეს მაჩვენებელმა 15 ერთეული შეადგინა.

5 მოგებითა და 10 მარცხით “რადომი” 16-გუნდიან ლიგაში მე-13 ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში, 20 იანვარს, “რადომი” “სლემ სტალ ოსტროვს” უმასპინძლებს.