მოჰამედ სალაჰი – ზედიზედ მეორედ აფრიკაში საუკეთესოა

0
7
აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ “ლივერპულის” ეგვიპტელი თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი ზედიზედ მეორედ აღიარა აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელად.
მეორე ადგილზე მისი თანაგუნდელი, სენეგალელი ლეგიონერი სადიო მანე გავიდა, ხოლო მესამეზე გაბონელი პიერ-ემერიკ ობამეიანგი (“არსენალი”).
აფრიკის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად “რეალიდან” “დორტმუნდში” განათხოვრებული 20 წლის მაროკოელი მცველი აშრაფ ჰაკიმი დაასახელეს.