ჯანო აანანიძე “კრილია სოვეტოვში”…

0
2
ქართველ ნახევარმცველს ჯანო ანანიძეს “ვიტესში”  ტრანსფერი ჩაეშალა და სამარის “კრილია სოვეტოვში” გააგრძელებს კარიერას.
“კრილიას” განვითარების დირექტორმა ალეკსანდრ შიკუნოვმა დაადასტურა, რომ ანანიძეს სეზონის ბოლომდე იჯარით აიყვანენ:
“პრინციპული შეთანხმება “სპარტაკთან” უკვე მიღწეულია, თუმცა ჯერ კონტრაქტი არ გაგვიფორმებია. ჯანო სამედიცინო შემოწმებას 13 იანვარს გაივლის. იჯარა სეზონის ბოლომდე გაფორმდება. მერე ვნახოთ.
ჰოლანდიაში რაღაც არ გამოუვიდა. დამირეკა და მითხრა, რომ მზადაა ისევ იმუშაოს ჩემთან, როგორც ეს “როსტოვში” იყო. იქაც მწვრთნელი ბოჟოვიჩი იყო. მითუმეტეს ჩვენთან მისი უახლოესი მეგობარი სამედოვი გადმოვიდა. “, – განაცხადა შიკუნოვმა.