ოლე გუნარ სოლსკიაერი: “მანჩესტერში” მთავარ მწვრთნელად დარჩენა მსურს”

0
5

“ლივერპულთან” მარცხის შემდეგ, “მანჩესტერ იუნაიტედმა” ჟოზე მოურინიო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა. კლუბმა, სეზონის ბოლომდე მის დროებით შემცვლელად კლუბის ლეგენდა – ოლე გუნარ სოლსკიაერი შეარჩია.

ნორვეგიელი კონტრაქტით გუნდში სეზონის ბოლომდე დარჩება, ხოლო ზაფხულში სოლსკიაერს კლუბის მიერ დანიშნული კანდიდატურა ჩაანაცვლებს. მაგრამ პრემიერლიგაში და თასზე ზედიზედ 5 გამარჯვების შემდეგ, ნიუკასლის “სენტ ჯეიმს პარკზე” სოლსკიაერმა აღიარა, რომ წასვლა არ სურს.

“რა თქმა უნდა წასვლა არ მინდა, ჩემი მშობლიური კლუბია, კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული, სად ვნახავ უკეთეს ადგილს?”, – ამბობს სოლსკიაერი, რომელიც “მანჩესტერ იუნაიტედში” 1996-2007 წლებში თამაშობდა.

“კი, მართალია 5 მატჩი ქვედა ათეულის გუნდებთან მოვიგეთ, მაგრამ ასეთ შეხვედრებს მოგება  უნდა და ამისთვის მადლობა მინდა ჩემ ფეხბურთელებს გადავუხადო”, – განაცხადა ნორვეგიელმა.