“ბარსელონას” ყოფილი მთავარი მწვრთნელი მექსიკის ნაკრების თავკაცად დანიშნეს

0
7
მექსიკის ნაკრების მწვრთნელად არგენტინელი სპეციალისტი ხერარდო მარტინო დანიშნეს. კონტრაქტის დეტალები არ ხმაურდება.
56 წლის მარტინომ ამ პოსტზე ხუან კარლოს ოსორიო შეცვალა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ გადადგა, სადაც მერვედფინალში მექსიკელები ბრაზილიასთან 0:2 დამარცხდნენ.
ბოლოს მარტინო “ატლანტა იუნაიტედში” მუშაობდა და ეს გუნდი MLS-ის თასის მფლობელი გახდა. იქამდე ის “ნიუელს ოლდ ბოისს”, “ბარსელონას”, არგენტინისა და პარაგვაის ნაკრებებს ედგა სათავეში.