მესი კვლავ საუკეთესოა

0
6

ესპანურმა გამოცემა “მარკამ” 2018 წლის შედეგებით, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა ასეული გამოაქვეყნა, რომელშიც პირველ ადგილზე კატალონური “ბარსელონას” კაპიტანი ლიონელ მესია.

“ოქროს ბურთის” მფლობელი, მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი მეორე ადგილზე აღმოჩნდა, “ატლეტიკოს” ფორვარდი ანტუან გრიზმანი კი მესამეზე.

სამეულს მიღმა დარჩა ტურინის “იუვენტუსის” ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც მეოთხე ადგილზე აღმოჩნდა.

პირველ ათეულში ასევე მოხვდნენ: კილიან მბაპე (პსჟ), მოჰამედ სალაჰი (“ლივერპული”), ედენ აზარი (“ჩელსი”), რაფაელ ვარანი (“რეალი”), ჰარი კეინი (“ტოტენჰემი”), კევინ დე ბრუინი (“მანჩესტერ სიტი”).