საქართველოს წლის საუკეთესო მორაგბედ ოთარ გიორგაძე აღიარეს

0
35
საქართველოს რაგბის კავშირმა ჩატარებული გამოკითხვის შედეგად სხვადასხვა ნომინაციებში საუკეთესოები გამოავლინა.
საქართველოს საუკეთესო მორაგბედ ოთარ გიორგაძე დაასახელეს.
2018 საუკეთესო ლელო – თაზო მჭედლიძე იტალიის წინააღმდეგ.
2018 წლის მექულე – სოსო მათიაშვილი. სოსომ წელს 67 ქულა მოიხვეჭა – 2 ლელო, 9 გარდასახვა და 13 ჯარიმა.
წლის მელელოვე სანდრო თოდუა გახდა, რომელმაც ბორჯღალოსნების კვართით 4 ლელო გაიტანა.
2018 წლის შემტევი- გიორგი კვესელაძე. კვესომ წელს ბორჯღალოსნების ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა და 73 შეტევაში ბურთით 503 მეტრი დაფარა.
2018 წლის საუკეთესო მსაჯი – ნიკა ამაშუკელი.