შმეიხელს სოლსკიაერის იმედი აქვს

0
7

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარულმა მეკარემ პეტერ შმეიხელმა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ოლე გუნარ სოლსკიაერის დანიშვნასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გამოთქვა. შმეიხელი თვლის, რომ ნორვეგიელის წინაშე ძველი „იუნაიტედის“ აღზევების ამოცანა დგას.

„იუნაიტედის“ ის კულტურა, რომელიც განსაკუთრებულს ხდიდა ამ კლუბს, გაქრა. ძალზე მნიშვნელოვანია დავიბრუნოთ ის, რაც დავკარგეთ. ოლე ნამდვილადაა ის ადამიანი, რომელიც დააბრუნებს დაკარგულს. იგი არ შეეგუება თუნდაც ყველაზე სახელოვანი ფეხბურთელების გამოხტომებსა და კაპრიზებს…

-ძალზე მნიშვნელოვანია, კლუბმა რაც შეიძლება სწრაფად გადაჭრას პოგბასთან დაკავშირებული პრობლემა. თუნდაც ასეთი დონის ფეხბურთელიც კი, შეუძლებელია დადგეს კლუბზე მაღლა. ოლემ უნდა მოიფიქროს, როგორ აიძულოს პოგბა ითამაშოს მისის შესაძლებლობების მაქსიმუმზე“, – განაცხადა შმეიხელმა.

თავად შმეიხელი შესაძლოა, „მანჩესტერის“ სპორტული დირექტორის პოსტზე დაინიშნოს.