პოჩეტინიო – არ გვაქვს მეგა-ტრანსფერების ფული!..

0
4

ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინიო აცხადებს, რომ კლუბს არ აქვს ფული გიგანტური ტრანსფერების განსახორციელებლად.

„მუდმივად მეკითხებით, დავხარჯავ თუ არა ფულს. არ მაქვს ფული! (ამ დროს, პოჩეტინომ თავისი სპორტული შარვლის ცარიელი ჯიბეები ამოიბრუნა). უნდა გაიგოთ, რომ „ტოტენჰემმა“ თავისი ფულით ააშენა საწვრთნელი მოედანი და სტადიონი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება. ჩვენთან არავინ მოსულა და უთქვამს: „რა ჯდება სტადიონი? აი თქვენ 100, 200, 500 მილიონი ფუნტი. მწვრთნელს რაღა სურს? ხუთი ფეხბურთელი?   რა პრობლემაა, ზედაც 200-300 მილიონს დაგიმატებთ.“ ეს ყველაფერი კლუბის ფულით აშენდა. აი, რა უნდა იცოდეთ, სანამ სხვა კლუბებს შეგვადარებდეთ. რთულია იყო ისეთი კონკურენტუნარიანი, როგორიც ჩვენ ვართ…

თუ გახსოვთ, „არსენალსაც“ ჰქონდა პრობლემები ახალი სტადიონის აშენების შემდეგ, თუმცა, ის სულ სხვა პრემიერლიგა იყო“, – განაცხადა პოჩეტინომ.