დიეგო სიმეონეს საყვარელი ანგარიში

0
4

მინიმალური ანგარიშით გამარჯვება მადრიდის „ატლეტიკოს“  მთავარ მწვრთნელ დიეგო სიმეონეს ხელოვნების დონემდე ჰყავს აყვანილი.

არგენტინელმა სპეციალისტმა მადრიდულ გუნდთან ერთად ლა ლიგაში 1:0 ანგარიშით მატჩი 50-ჯერ მოიგო. სიმეონემდე მხოლოდ ექვს მწვრთნელს მიუღწევია მსგავსი ნიშნულისთვის ესპანეთის ჩემპიონატში. თუმცა, ამავე დროს, სიმეონეს ყველაზე ნაკლები მატჩის ჩატარება დასჭირდა.

რაც შეეხება ყველა ტურნირს, სიმეონეს მატჩი 1:0 ანგარიშით 71 შეხვედრაში დაუსრულებია.