„ბარსას“ პეპე არ სურს

0
5

როგორც გამოცემა „დონ ბალონი“ ამტკიცებს, „ბარსელონას“ ლიდერმა ლიონელ მესიმ კატალონურ კლუბში  თურქული  „ბეშიქთაშის“ ყოფილ მცველ პეპეს შესაძლო ტრანსფერი დაბლოკა.

პეპემ რამდენიმე დღის წინ გაწყვიტა კონტრაქტი „ბეშიქთაშთან“, რომლის რიგებშიც 2017 წლის ივლისიდან თამაშობდა და ამჟამად, თავისუფალი აგენტია. ამის მიუხედავად, მესი კატეგორიულ უარზე დადგა, როდესაც 35 წლის ფეხბურთელის შეძენის ვარიანტის შესახებ შეიტყო. ლეომ აუხსნა „ბარსას“ ხელმძღვანელობას, რომ პეპე მისი „რეალური“ წარსულიდან გამომდინარე, „კამპ ნოუზე“ უბრალოდ, ვერ ითამაშებს. იგი ვერც გუნდში მოიპოვებს ნდობას და ვერც ფანების სიყვარულით ისარგებლებს.