რუსეთის ნაკრების ლიდერი: “ჯანო ჩემი ძმაა და მუდამ ასე იქნება”

0
8

მოსკოვის “სპარტაკის” ყოფილ თავდამსხმელს, არტიომ ძიუბასა და ჯანო ანანიძეს შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ, რაც მათ ერთობლივ თამაშზეც აისახებოდა. 30 წლის თავდამსხმელმა ერთ-ერთი ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ ჯანო მისი უმცროსი ძმასავითაა:

“როსტოვში ის ჩემი მზრუნველობის ქვეშ იყო და ასე არის ახლაც. თუ მას ვინმე რამეს დაუშავებს, ჩემთან ექნება საქმე. ჯანო ჩემი უმცროსი ძმაა. ჩვენ წლებია ერთად მოვდივართ და მუდამ ასე იქნება”, – აცხადებს ძიუბა.
შეგახსენებთ, რომ “სპარტაკმა” ერთი სეზონით ორივე ხსენებული ფეხბურთელი “როსტოვში” გაანათხოვრა, სადაც ძიუბამ და ანანიძემ რუსეთის თასი მოიგეს.