“რეალის” და “იუვეს” დიდი როქი?

0
4

Football Italia “იუვენტუსის” სამწვრთნელო შტაბის შეცვლას პროგნოზირებს და ვარაუდობს, რომ მასიმილიანო ალეგრი გუნდის თავკაცის პოსტს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს. წყაროს მტკიცებით, დიდი შანსია, მასიმო ესპანეთში გადაბარგდეს და “რეალში” სანტიაგო სოლარი ჩაანაცვლოს, ხოლო “იუვეში” მისი საქმე ამავე მადრიდული გრანდის ყოფილმა დამრიგებელმა ზინედინ ზიდანმა გაააგრძელოს. AS-ის ცნობით, ზიზუს მთავარი მწვრთნელის პოსტს “მანჩესტერიც” სთავაზობს, თუმცა, ფრანგის პასუხი ჯერჯერობით უცნობია.

Football Italia ასევე ირწმუნება, რომ “სამეფო კლუბმა” ალეგრის კონტრაქტი ადრე უკვე შესთავაზა, თუმცა, მაშინ მისგან უარი მიიღო.

შეგახსენებთ, რომ 51 წლის ალეგრიმ “ბიანკონერის” იტალიის ჩემპიონობა ოთხჯერ მოაგებინა, ხოლო ზიდანმა “რეალს” ჩემპიონთა ლიგაში მიჯრით სამჯერ გაამარჯვებინა.