პოჩეტინიო: ,,ჩემპიონობის რეალური პრეტენდენტები “სიტი” და “ლივერპული” არიან”

0
8

,ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინიომ BBC-ის კორესპონდენტს შემდეგი განუცხადა:
,,კარგ კონდიციებში ვართ, თუმცა პრემიერლიგის ჩემპიონობის რეალური პრეტენდენტები ,,სიტი” და ,,ლივერპული” არიან. დიახ, ჩვენ ,,ქალაქელებს” ვუსწრებთ, თუმცა მოქმედი ჩემპიონია, ,,ლივერპული” კი ფანტასტიკურად ასპარეზობს. ,,ტოტენჰემს” კიდევ ბევრი შრომა მოუწევს.
ჯერ მხოლოდ სეზონის ნახევარია გასული, აუცილებელია, რომ მეორე ნახევარშიც ასე ვითამაშოთ. ყველაფერი ჩვენს ხელთაა. თუ ასე გავაგრძელებთ, სეზონის ბოლოს შესაძლოა ტიტულზეც ვიფიქროთ”.
პრემიერლიგის მე-19 ტურში ,,ტოტენჰემმა” ,,ბორნმუთს” უმასპინძლა და 5-0 დაამარცხა. პოჩეტინოს გუნდი 45 ქულით ცხრილის მეორე პოზიციაზეა და პირველადგილოსან ,,ლივერპულს” 6 ქულით ჩამორჩება.