პაპუნაშვილი გამარჯვების გოლით დაბრუნდა

0
26

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის, ლა ლიგა 2-ის მე-19 ტურში ”სარაგოსამ” შინ ”ესტრემადურა” 2:1 დაამარცხა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოედანს გიორგი პაპუნაშვილი დაუბრუნდა, რომელიც თამაშში 66-ე წუთზე ჩაერთო. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა 76-ე წუთზე ბრწყინვალე გოლი გაიტანა.
მიმდინარე სეზონში პაპუნაშვილმა ”სარაგოსას” მაისურით ლა ლიგა 2-ში მეექვსე მატჩი ჩაატარა და პირველი გოლი შეაგდო. თბილისის ”დინამოს” ყოფილმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ესპანეთის თასზე ბრწყინვალე გოლი ”დეპორტივოს” გაუტანა.
28 სექტემბერს, ”ალბასეტესთან” მიღებული ტრავმის შემდეგ პაპუნაშვილმა პირველად 22 დეკემბერს ითამაშა. მან ლა ლიგა 2-ის 11 შეხვედრა და ერთა ლიგის მატჩები გამოტოვა.