საქართველომ წელი 89-ე ადგილზე დაასრულა

0
28

მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანო ფიფამ წლის საბოლოო რეიტინგი გამოაქვეყნა.
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე წარმატებული გამოსვლით 89-ე პოზიციას იკავებს, არადა გასულ წლის ამავე დროს მსოფლიო რეიტინგში 114-ე ადგილზე იყო.
29 ნოემბრის განახლების შემდეგ რეიტინგში ცვლილებები არ არის, რადგან მას შემდეგ სანაკრებო თამაშები არ ყოფილა.

მსოფლიო კლასიფიკაციის საუკეთესო ათეული და ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეების რეიტინგი კი ასე გამოიყურება:
1(1). ბელგია – 1727
2(2). საფრანგეთი – 1726
3(3). ბრაზილია – 1676
4(4). ხორვატია – 1634
5(5). ინგლისი – 1631
6(7). პორტუგალია – 1614
7(6). ურუგვაი – 1609
8(8). შვეიცარია – 1599
9(9). ესპანეთი – 1591
10(10). დანია – 1589
68(68.) მაკედონია – 1343
76(78). ბელორუსი – 1317
89(92). საქართველო – 1269
131(137). კოსოვო – 1113

შემდეგი რეიტინგი 2019 წლის იანვარში გამოქვეყნდება.