კასილიასი ჩემპიონთა ლიგის რეკორდსმენია

0
39

“პორტუს” მეკარე იკერ კასილიასი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა. ესპანელმა პლეი ოფში გასვლის რაოდენობით რეკორდი დაამყარა. იგი ამ ეტაპზე მეცხრამეტედ იასპარეზებს.

იკერმა ჯგუფური ეტაპი “რეალთან” ერთად 16-ჯერ გადალახა, სამჯერ კი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში “პორტუსთან” ერთად გავიდა.

ერთადერთი შემთხვევა, როცა ვეტერანი კიპერი ჯგუფში ჩარჩა, 2015-16 წლების სეზონი იყო. მაშინ “პორტუმ” ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და ევროპა ლიგაზე გადაერთო.