დავით პეტრიაშვილის ხსოვნა

0
18

ზუსტად 3 წლის წინ ტრაგიკულად გარდაიცვალა დავით პეტრიაშვილი – ქართული ფეხბურთისა და „საბურთალოს“ მოჭირნახულე კაცი. ადამიანი, რომელმაც მოკლე ხანს იცხოვრა, თუმცა იმდენი გააკეთა, ბარე ათ ცხოვრებას ეყოფოდა.
ქართულ საფეხბურთო თემში კაცს ვერ იპოვით, „პეტროს“ გახსენებაზე თვალზე ცრემლი არ მოადგეს, მისი გაკეთებული საქმეები არ გაახსენდეს და ცხოვრების ამაოება ერთხელაც არ გაკიცხოს.
დავით პეტრიაშვილი ჩვენს გულებში მარად იცოცხლებს, როგორც საქართველოზე, ქართულ ფეხბურთსა და „საბურთალოზე“ უსაზღვროდ შეყვარებული, სამშობლოს პატრიოტი ადამიანი!