გიორგი პაპუნაშვილი ბრუნდება

0
34

დიდხნიანი უქმობის შემდეგ გიორგი პაპუნაშვილი მინდორს უბრუნდება. ვიქტორ ფერნანდესმა, რომელიც “სარაგოსაში” ორი დღის წინ დაინიშნა, შაბათს “ექტრამადურასთან” მატჩისთვის ქართველი ფეხბურთელი განაცხადში შეიყვანა.

23 წლის ქართველმა შემტევმა გუნდთან ერთად ვარჯიში წინა კვირაში დაიწყო.
გიორგი პაპუნაშვილმა ტრავმა სექტემბერში “ალბასეტესთან” მატჩში მიიღო, თავდაპირველი ტრავმის შემდეგ ქართველი მოთამაშე გუნდთან ერთად ვარჯიშს დაუბრუნდა, თუმცა მალევე ტრავმა გაუმიზეზდა და ისევ ლაზარეთში დაბრუნდა.
ფეხბურთელს ძვლის შეშუპება აღმოაჩნდა, რამაც მას ნორმალურად ვარჯიშის საშუალება არ მისცა და მისი უქმობაც გაგრძელდა.
ამის შემდეგ “სარაგოსამ” ახალი მეთოდის გამოყენება სცადა და გიორგის მადრიდში ახლებური მეთოდით უმკურნალეს.
პაპუ გასულ კვირას ვარჯიშზე პირველად გამოჩნდა, მან თანაგუნდელებთან ერთად სრულყოფილად ივარჯიშა, ფანები გახარებულები არიან, რადგან მათი გუნდის შეტევას ახალი ძალა ემატება.