“დინამოს” ჩისკო უბრუნდება!

0
20

თბილისის “დინამოს” ჩისკო დაუბრუნდება –  ესპანელი ფორვარდი, რომელმაც საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბში არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა, იყო მისი კაპიტანიც და ბომბარდირიც…
მისი კანდიდატურა განიხილება ზაურ სვანაძის პირველ ასისტენტად, ან სამწვრთნელო შტაბის ერთ-ერთ წევრად.
ესპანელი 3,5 წელი იყო “დინამოში” და ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონატის ბომბარდირი. 129 მატჩში 79 გოლიც გაიტანა.
ჩისკო 2011 წლის ზაფხულს “ლევანტედან” გადავიდა “დინამოში”, ხოლო 2014 წლის მიწურულს სამშობლოში დაბრუნდა და “ხიმნასტიკში” ითამაშა, თუმცა მალე კარიერა დაასრულა. შემდეგ სამწვრთნელო კურსებზე სწავლობდა.