ბითაძე NBA-ს დრაფტის 24-ე ნომრად

0
19

nbadraft.net-მა NBA-ს მომავალ დრაფტზე თავისი პროგნოზი განაახლა – ცვლილება შეეხო ქართველ ცენტრ გოგა ბითაძეს.

გამოცემის მიხედვით, აქამდე ბითაძის აყვანა 2019 წლის დრაფტზე მეორე წრეში, დაახლოებით 39-ე ნომრად ვარაუდობდნენ. გოგას შესანიშნავმა თამაშმა ამ სეზონში, როგორც ეროვნულ ნაკრებში, ასევე ადრიატიკის ლიგაში, მას მეტი ავტორიტეტი მოუპოვა.

nbadraft.net-ის ახალი ბაზის მიხედვით, გოგა ბითაძეს სავარაუდოდ 24-ე ნომრად აიყვანენ.