ოქრიაშვილი კრასნოდარიდან წავიდა

0
27

საქართველოს ნაკრების 26 წლის ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა “კრასნოდარი” დატოვა.

ამის შესახებ რუსული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება და წერს, რომ მხარეებმა ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს.

თორნიკე ოქრიაშვილი “კრასნოდარს” 2016 წლის შემოდგომაზე თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ითამაშა 20 ოფიციალური მატჩი, სამჯერ გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.

ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას ქართველი ნახევარმცველი.