მესის “ორმაგი დუბლი” – ლეო “ოქროს ბურთის” გარეშეც საუკეთესოა

0
29
ლა ლიგას ბოლო ტურში “ლევანტესთან” მოგებულ მატჩში (5:0) “ბარსელონას” თავდამსხმელმა ლეო მესიმ ჰეთ-თრიკი შეასრულა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.
არგენტინელის სტაბილურობა და მიღწევები “არანორმალურია”: უკანასკნელი ცხრა კალენდარული წლიდან რვაში მინიმუმ 50 გოლი გაიტანა. მხოლოდ 2013 წელი “ჩააგდო”, როდესაც ოდენ 45 გოლით დაკმაყოფილდა. მისი საუკეთესო მაჩვენებელი 2012 წელს გატანილი 91 გოლია!

მესი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ამ სეზონში ორმაგი დუბლი შეასრულა – 14 გოლი, 10 საგოლე გადაცემა.
ლიონელ მესიმ ყველა ტურნირზე 50-ზე მეტი გოლის გატანა მოახერხა (არგენტინისა და “ბარსელონას” ნაკრების მაისურით ერთად).
მესის მიმდინარე სეზონში 24 გოლში აქვს მონაწილეობა მიღებულია, რაც ევროპის ტოპ ჩემპიონატებში საუკეთესო შედეგია.
“არცკი ვიცი, როგორ შევაფასო მესის თამაში, ვერ გეტყვით, რა პასუხი გავცე უამრავჯერ დასმულ შეკითხვას – უბრალოდ, ლეოს თამაშით უნდა დავტკბეთ”, – ბარსელონელთა მთავარი მწვრთნელის ერნესტო ვალვერდეს სიტყვები Goal.com-ს მოჰყავს.