რონალდუმ დანაშაული აღიარა! იანვარში მას ორ წელს მიუსჯიან…

0
33

პორტუგალიის ნაკრების და ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ მადრიდის სასამართლოს წინაშე წარსდგება. საქმეზე მოსმენა, რომელიც გადასახადების გადაუხდელობას ეხება, 2019 წლის 14 იანვარსაა დანიშნული. ამის შესახებ ინფორმაციას AS ავრცელებს, რომლის ცნობით, ფეხბურთელმა თავი დამნაშავედ ცნო და სასჯელსაც დათანხმდა.

შესაბამისად, სასამართლოზე რონალდუსა და ესპანეთის ხაზინას შორის შეთანხმების რატიფიცირება მოხდება. 33 წლის პორტუგალიელ ფორვარდს, რომელიც წლების განმავლობაში “მანჩესტერ იუნაიტედის” და მადრიდის “რეალის” ღირსებას იცავდა, დამნაშავედ საგადასახადო დარღვევის ოთხ შემთხვევაში ცნობენ. კრიშტიანოს ჯამში 14,7 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა ეკისრება, ამასთან, სასამართლო 2 წლით პირობით პატიმრობას მიუსჯის.

რონალდუმ ხაზინას ჯარიმის დიდი ნაწილი – 13,4 მილიონი ევრო უკვე გადაუხადა, მაგრამ სასამართლოს წინაშე ჯერ არ წარმსდგარა, რაც გათვალისწინებულია ესპანური კანონმდებლობით.

როგორც ირკვევა, პორტუგალიელის ადვოკატი ცდილობდა პირობით სასჯელი დამატებითი ჯარიმით შეეცვალა, რომლის ოდენობა 375 ათასი ევრო იქნებოდა, მაგრამ უარი მიიღო.