უეფამ სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრის 50 პრეტენდენტი დაასახელა

0
21

უეფამ 2018 წლის გუნდის შედგენის მიზნით ფანების გამოკითხვა დაიწყო. ფეხბურთის გულშემატკივრებს 11 საუკეთესოს შერჩევა შეუძლიათ 50-კაციანი სიიდან. მკითხველებს შეუძლიათ სათამაშო სქემებიდან – 4-4-2, 3-5-2, 3-4-3, 4-3-3, 5-3-2 და 4-5-1 ერთ-ერთის შერჩევა.
წლის გუნდში მოსახვედრად ნომინანტთა შორის არიან:

50 ნომინანტი
მეკარეები: ალისონ ბეკერი (ლივერპული), უგო ლორისი (ტოტენჰემი), კეილორ ნავასი (რეალი), იან ობლაკი (ატლეტიკო), მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა);
მცველები: ჟორდი ალბა (ბარსელონა), ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი), ხოსე ხიმენესი (ატლეტიკო), დიეგო გოდინი (ატლეტიკო), ლუკა ერნანდესი (ატლეტიკო), ჯოშუა კიმიხი (ბაიერნი), კალიდუ კულიბალი (ნაპოლი), კოსტას მანოლასი (რომა), მარსელო (რეალი), ჟერარდ პიკე (ბარსელონა), სერხიო რამოსი (რეალი), ჯონ სტოუმსი (სიტი), სამუელ უმტიტი (ბარსელონა), ვირხილ ვან დეიკი (ლივერპული), რაფაელ ვარანი (რეალი);
ნახევარმცველები: კაზემირო (რეალი), კევინ დე ბრუინი (სიტი), ედენ აზარი (ჩელსი), ისკო (რეალი), ნ’გოლო კანტე (ჩელსი), ტონი კროოსი (რეალი), ჯეიმს მილნერი (ლივერპული), ლუკა მოდრიჩი (რეალი), საულ ნიგესი (ატლეტიკო), დმიტრი პაიე (მარსელი), მირალემ პიანიჩი (იუვენტუსი), პოლ პოგბა (მანჩესტერი), ივან რაკიტიჩი (ბარსელონა), დავიდ სილვა (სიტი), ფლორიან ტოვენი (მარსელი);
ფორვარდები: გარეთ ბეილი (რეალი), ედინსონ კავანი (პსჟ), პაულო დიბალა (იუვენტუსი), ედინ ჯეკო (რომა), რობერტო ფირმინო (ლივერპული), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), ჰარი კეინი (ტოტენჰემი), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი), სადიო მანე (ლივერპული), კილიან მბაპე (პსჟ), ლიონელ მესი (ბარსელონა), ნეიმარი (პსჟ), კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი), მოჰამედ სალაჰი (ლივერპული), ლუის სუარესი (ბარსელონა).
ყველა დროის წლის გუნდი
ახალი გამოკითხვის წინ უეფამ ყველა დროის გუნდიც შეადგინა. თერთმეტეულში მოხვდნენ ის ფეხბურთელები, რომლებიც პოზიციების მიხედვით ყველაზე ხშირად ხვდებოდნენ უეფას წლის გუნდებში. ყველაზე მეტჯერ, 12-ჯერ კრიშტიანო რონალდო მოხვდა წლის რჩეულებში. თანაც, 2007 წლიდან მოყოლებული ის ყოველ წელს გუნდშია. ცხრაჯერ მოხვდა სიაში ლიონელ მესი, შვიდჯერ – სერხიო რამოსი.
ვინ მოხვდება წლის გუნდში - უეფას გამოკითხვა დაიწყო