შოთა არველაძე აზერბაიჯანის ნაკრების მთავარმწვრთნელობის კანდიდატია

0
18
ტაშკენტის “ფახთაქორის” ამჟამინდელი დამრიგებელი შოთა არველაძე შესაძლოა აზერბაიჯანის ნაკრების მწვრთნელად დაინიშნოს.
გურბან გურბანოვი უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ერთადერთი ადგილობრივი სპეციალისტი იყო, რომელიც აზერბაიჯანის ნაკრებს ედგა სათავეში, მაგრამ მისმა გაწვრთნილმა გუნდმა წარუმატებლად იასპარეზა, გადააყენეს და მის ნაცვლად ისევ უცხოელის დანიშვნა უნდათ.
“აზერისპორტმა” სასურველი კანდიდატების ხუთეული შეადგინა და მათ შორის შოთა არველაძეა.
“ქართველი სპეციალისტი ამჟამად უზბეკეთის “ფახთაქორს” უდგას სათავეში, მაგრამ ხმები იმის შესახებ, რომ შესაძლოა სამუშაოდ აზერბაიჯანში ჩამოსულიყო, კარგა ხანია მუსირებს. ჯერ ეს იყო ბერტი ფოგთსის წასვლის მერე, შემდეგ “ნეფთჩიში” ტარლან ახმედოვის შემცვლელად მოიაზრებოდა. მიზეზი – უკვე რამდენიმე წელია მას შესანიშნავი ურთიერთობა აქვს აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან. ასე რომ, სავსებით შესაძლებელია არველაძე ნაკრების მწვრთნელის გამონთავისუფლებულ პოსტზე ყველაზე რეალური კანდიდატი იყოს”, – წერს azerisport.com.
ეროვნული გუნდის მწვრთნელობის კანდიდატებად “აზერისპორტი” აგრეთვე რობერტო დი მატეოს, ჯანი დე ბიაზის, პოლ ლე გუენსა და მასიმო კარერას მოიაზრებს.