გოგა ბითაძე – ნოემბრის MVP!

0
2

საკალათბურთო კლუბმა “მეგა ბიმაქსმა” ნოემბრის თვის MVP დაასახელა. ეს ტიტული ქართველ კალათბურთელს გოგა ბითაძეს ერგო. “მეგა ბიმაქსმა” ნოემბერში 4 მატჩი ჩაატარა და 2 შეხვედრის მოგება შეძლო. ქართველი კალათბურთელის საშუალო მაჩვენებელი ნოემბერში – 19,75 ქულა, 7,25 მოხსნა.
ბითაძემ ზაგრების “ციბონასა” და ბელგრადის “პარტიზანს” 28-28 ქულა ჩაუგდო, სლოვენიის კრკასთან 10 ქულით გამოირჩა, ხოლო ხორვატულ “ზადართან” დაპირისპირებაში 13 ქულა დააგროვა.