გიორგი ჩაკვეტაძემ გოლი გაიტანა, საგოლე პასი გააკეთა და “გენტი” თასის 1/4-ფინალში გავიდა

0
2

ბელგიის თასის 1/8 ფინალში ქართველთა “გენტმა” “ბეერსხოტი” 3:0 დაამარცხა და თასის მეოთხედფინალში გავიდა. გიორგი ქვილითაია ტრავმირებულია, გენტის 19 წლის ლიდერმა გიორგი ჩაკვეტაძემ კი შეუცვლელად ითამაშა და გოლი და საგოლე პასი მიითვალა.

43-ე წუთზე მისი პასით როსტედმა ანგარიში 2:0 გახადა, ხოლო 89-ე წუთზე, როცა მეტოქე 10 კაცის ამარა დარჩა, თავად ქართველმა ფეხბურთელმა გაიტანა გოლი სტუმართა კარის მარცხენა კუთხეში და ანგარიშს წერტილი დაუსვა.

ჩაკვეტაძეს ბელგიის თასზე აქამდე არ გაუტანია

გიორგიმ ბელგიის თასზე თავისი პირველი გოლი გაიტანა, სულ სეზონში “გენტის” მაისურით ეს მისი მე-5 გოლია, კარიერაში კი – მეექვსე.