კოპა ლიბერტადორესის ფინალს “სანტიაგო ბერნაბეუ” უმასპინძლებს

0
5

ლიბერტადორესის თასის ფინალური შეხვედრა ,,რივერ პლეიტსა” და ,,ბოკა ხუნიორსს” შორის მადრიდში, ,,სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიმართება. ინფორმაცია სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციამ (კონმებოლმა) ოფიციალურად დაადასტურა.
მატჩი 9 დეკემბერს, თბილისის დროით 23 საათსა და 30 წუთზე ჩატარდება.
ლიბერტადორესის თასის ფინალის განმეორებითი შეხვედრა შაბათს, 24 ნოემბერს უნდა გამართულიყო. თუმცა მატჩამდე მომხდარი ინციდენტის გამო (“რივერ პლეიტის” გულშემატკივრები “ბოკა ხუნიორსის” ავტობუსს დაესხნენ თავს) თამაში გაურკვეველი ვადით გადაიდო.
“ბოკასა” და “რივერს” შორის გამართული პირველი შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2-2 დასრულდა.