გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის ზურაბ პოლოლიკაშვილის ახალი ინიციატივა

0
47

“ბარსას” ვიცე–პრეზიდენტი ჟორდი მესტრე, ზურაბ პოლოლიკაშვილი და “ბარსელონას” პრეზიდენტი ჟოზე ბარტომეუ

15 ნოემბერს, ბარსელონაში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ პრეზიდენტს ჟოზე მარია ბარტომეუს შეხვდა, სადაც სპორტისა და ტურიზმის ინოვაციების მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. შეხვედრას „ბარსელონას“ მენეჯმენტთან ერთად კლუბის ყოფილი პრეზიდენტი ჟოან გასპარი ესწრებოდა.

გადაწყდა, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციისა და „ბარსელონას“ ინოვაციების ცენტრის ეგიდით გლობალური სპორტული ტურიზმის სტარტაპების კონკურსი UNWTO/BARCA Sports Tourism Startup Competition გაიმართება, რაც სპორტისა და ტურიზმის სფეროს შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს.

ესპანეთის მეფე ფელიპესთან მიღებაზე: ვისენტე დელ ბოსკე შვილიშვილით და ზურაბ პოლოლიკაშვილი

აღნიშნული კონკურსი, რომელიც პირველად ტარდება და უპრეცედენტოა, ყოველწლიურად გაიმართება. პროექტი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ ბოლო ორი თვის განმავლობაში მომზადდა. ზურაბ პოლოლიკაშვილმა და ჟოზეფ ბარტომეუმ ინიციატივა სპორტის ტექნოლოგიების საერთაშორისო სიმპოზიუმზე გააჟღერეს. კონკურში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვინც სპორტისა და ტურიზმის ახალი ტექნოლოგიური განვითარების მოდელს წარადგენს, რაც ტურისტული ადგილების თანამედროვე ხედვით განვითარებას, ქალაქების ინკლუზიურ ზრდას, ადგილობრივი ეკონომიკისა და სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.

გლობალური მასშტაბით ათ საუკეთესო სტარტაპ პროექტს შეარჩევს ჟიური, რომელიც საერთაშორისო კორპორაციების წარმომადგენლებისა და ცნობილი ექსპერტებისაგან იქნება დაკომპლექტებული. ფინალისტები 2019 წლის 25-28 თებერვალს ბარსელონაში Mobile World Congress-ზე საერთაშორო ინვესტორებისათვის პროექტებს წარადგენენ. გამარჯვებული პროექტი ბიზნესიდეას საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ დახმარებით განახორციელებს.

„დღევანდელ შეთანხმება უმნიშვნელოვანესია. სპორტი და ტურიზმი არის ურთიერთდაკავშირებული დარგები. ჩვენ შევუწყობთ ხელს, რომ სპორტული ტურიზმის მიმართულებით ყველა საინტერესო პროექტი განხო­რციელდეს“, – აღნიშნულია ზურაბ პოლოლიკაშვილი მიმართვაში.

ძველი მეგობრების თბილი შეხვედრა: ზურაბ პოლოლიკაშვილი და ლეო მესი

“ბარსელონას” პრეზიდენტმა ბარტომეუმ მედიასთან კომენტარი გააკეთა:

„მოხარული ვარ, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, ბატონ ზურაბ პოლოლიკაშვილთან ერთად საფუძველს ვუყრით თანამშრომლობის ახალ მიმართულებას. ერთობლივი ძალისხმევით შევუწყობთ ხელს ამ ორი უმნიშვნელოვანესი სფეროს განვითარებას ინოვაციების მიმართულებით”.

აღსანიშნავია, რომ ზურაბ პოლოლიკაშვილმა “ბარსელონას” ლეგენდარულ ფებურთელებს  ლეო მესის და ანდრეს ინიესტას “მსოფლიო ტურიზმის საპატიო ელჩის” წოდება მიანიჭა.

ანდრეს ინიესტა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ელჩი გახდა