საქართველომ D ლიგა მოიგო და ევროპის ჩემპიონატს ორი ნაბიჯი აშორებს

0
18

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი გამარჯვებით დაასრულა და ნახევარფინალური მატჩის თბილისში თამაში გაინაღდა. ჩვენმა გუნდი გათამაშების მეექვსე ტურში საკუთარ მოედანზე ყაზახეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა მეტოქე.
„დინამო არენაზე“ გამართული შეხვედრა ქართველი ფეხბურთელების სრული უპირატესობით წარიმართა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიში მეორე ნახევარში, 59-ე წუთზე გაიხსნა. გიორგი ჩაკვეტაძის ფლანგური გარღვევა შედეგიანი თავური დარტყმით გიორგი მერებაშვილმა დაასრულა. მატჩი კვლავ საქართველოს ეროვნული ნაკრების შეტევებით გაგრძელდა და 84-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ მეტოქის კარში მეორე გოლი გაიტანა.

შეხვედრის საბოლოო ანგარიში 90-ე წუთზე დაფიქსრიდა, ჩვენი გუნდი საჯარიმოში შექმნილი არეულობით ორალხან ომირტაევმა ისარგებლა და ახლო მანძილიდან გაიტანა.
მოპოვებული სამი ქულით საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის D დივიზიონის პირველ ჯგუფში 16 ქულა დააგროვა, 16 გუნდს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა და გათამაშების ნახევარფინალური შეხვედრის „დინამო არენაზე“ გამართვის უფლება მოიპოვა. ჩვენი გუნდის მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა, პლეი-ოფის შეხვედრა კი, 2020 წლის მარტში ჩატარდება.
უეფას ერთა ლიგის მომავალ გათამაშებაში საქართველოს ეროვნული ნაკრები C დივიზიონში იასპარეზებს.

საქართველო 2:1 ყაზახეთი
თბილისი, „დინამო არენა“
საქართველო: ლორია, კაკაბაძე (86’ ხოჭოლავა), კაშია, კვერკველია, კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი, ჩაკვეტაძე (90’ აბურჯანია), მერებაშვილი, გვილია (75’ კაჭარავა), დვალი.
სათადარიგო შემადგენლობა: კვასხვაძე, კუპატაძე, დვალიშვილი, ჭანტურიშვილი, კაჭარავა, ტაბიძე, ზარანდია, ხარაიშვილი.
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი.
ყაზახეთი: ნეპოგოდოვი, მალი, კუატი, მუჟიკოვი, შეტკინი (74’ პერცუხი), მურთაზაევი (88’ ომირტაევი), სუიუმბაევი, ზაინუტდინოვი, ფედინი (83’ ტუისბეკი), ბეისიბეკოვი, ლოგვინენკო.
სათადარიგო შემადგენლობა: ისლამკულოვი, პლოტნიკოვი, მიროშნიჩენკო, მაროჩკინი, ნარზილდაევი, იერლანოვი.
გოლები: 1:0 მერებაშვილი (59), 2:0 ჩაკვეტაძე (84), 2:1 ომირტაევი (90).
გაფრთხილება: 45+1’ მუჟიკოვი, 90+4’ სუიუმბაევი.
მსაჯები: ტიაგო მარტინი (პორტუგალია), ლუის კამპოსი (პორტუგალია), რიკარდო სანტოსი (პორტუგალია), უგო მიგელი (პორტუგალია), ჟოაო კაპელა (პორტუგალია), ანტონიო გოდინიო (პორტუგალია).