თორნიკე შენგელია მატჩის და ოქტომბრის MVP გახდა!

0
21

თორნიკე შენგელიას ბასკონიამ ACB ლიგის მე-9 ტურში გრან კანარიას უმასპინძლა და მე-7 გამარჯვება იზეიმა. შენგელიას გუნდმა მეტოქეს 15 ქულით, 91:76 მოუგო.

თორნიკემ 27 წუთი ითამაშა, რა დროშიც 16 ქულას, 5 მოხსნასა და 5 გადაცემას მოუყარა თავი. შენგელიამ 10-დან 6 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. გარდა ამისა, შენგელიას მატჩის დაწყების წინ გადასცეს პრიზი, რომელიც ოქტომბრის თვის საუკეთესო მოთამაშისთვის იყო დაწესებული.საქართველოს ნაკრების მეორე კალათბურთელმა მეტ ჯენინგმაც კარგად იასპარეზა. ჯენინგი თოკოს ერთი ქულით ჩამორჩა, მან 15 ქულა ჩააგდო. ჯენინგმა 7-დან 3 ორქულიანი და 8-დან 3 სამქულიანი ჩააგდო.