ტედ მაკფადენი ჩემპიონთა ლიგის მატჩის MVP გახდა

0
32
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურში ესპანეთის “იბეროსტარმა” ჩეხეთში “ოპავას” 92:70 მოუგო.
თანაგუნდელ სებასტიან საისთან ერთად ამ მატჩის საუკეთესო მოთამაშე საქართველოს ნაკრების ტენერიფელი კალათბურთელი ტედ მაკფადენი იყო, რომელმაც 22 წუთში 19 ქულა ჩააგდო ( 8-დან 4 ორქულიანი, 4-დან 3 სამქულიანი, 3-დან 2 საჯარიმო), 3-ჯერ მოხსნა, 2-ჯერ ჩაჭრა ბურთი, 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 20 იყო.
“იბეროსტარმა” 6-დან 6 მატჩი მოიგო და 21 ნოემბერს საბერძნეთის პაოკ-ს უმასპინძლებს.
საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში უახლოესი მატჩების ჩატარება 30 ნოემბერს ტალინში ესტონეთთან და 3 დეკემბერს თბილისში ისრაელთან უწევს და ამ ასპარეზობებში მონაწილეობას ტედ მაკფადენიც მიიღებს.