“ბარსელონა” ჩაკვეტაძეს ანდორაში დააკვირდება

0
20

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა  Sport-ის ცნობით, „ბარსელონა“ გიორგი ჩაკვეტაძის შეძენით დაინტერესდა. ვებგვერდზე ვკითხულობთ:

„19 წლის გიორგი ჩაკვეტაძე ქართველი ტალანტია. „ბარსელონას“ სკაუტებმა ანდორისა და საქართველოს მატჩზე აკრედიტაცია მოითხოვეს, რათა შეხვედრას დაესწრონ და ჩაკვეტაძეს დააკვირდნენ, რომელსაც უკვე წელიწადზე მეტია თვალს ადევნებენ.
ჩაკვეტაძე 1999 წელს დაიბადა და ბელგიაში სათამაშოდ გასულ წელს თბილისის „დინამოდან“ გადავიდა. მის ანგარიშზე 17 წლის ასაკში 5 გოლი იყო.
მას პირველ წელს „გენტში“ ბევრი სათამაშო დრო არ ჰქონდა, თუმცა დღეს ის კლუბის შეუცვლელი ფიგურაა.
ჩაკვეტაძე ბოლო 15 შეხვედრაში მხოლოდ 2-ჯერ შეცვალეს, რომელშიც 4 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
ის არის შემტევი და ტექნიკური ფეხბურთელი, რომელსაც ნახევარდაცვაში და ცენტრფორვარდის უკან თამაშიც შეუძლია.
კარგ დრიბლინგთან ერთად მას სივრცეების ათვისებაც უყვარს. ტემპის ცვლილება მას მარტივად გამოსდის, რაც მეტოქის საჯარიმოსთან ადვილად მიახლოების საშუალებას აძლევს.
მას თამაში ორივე ფლანგზე შეუძლია, შორიდან კარგი დარტყმა აქვს და ამ ყველაფრის გათვალისწინებით მეტოქეს მისი აყვანა ძალიან უჭირს.
ჩაკვეტაძეს მოკლე პასები და გამჭოლი გადაცემები კარგად გამოსდის, რასაც „ბარსელონაში“ ძალიან აფასებენ, რადგან „ბლაუგრანას“ მეტოქე გუნდები ხშირ შემთხვევაში დაცვაში ღრმად მოქმედებენ.
თუ ჩაკვეტაძე „ბარსელონაში“ ითამაშებს, ის გიორგი ჭანტურიას მემკვიდრეობას გააგრძელებს, რომელმაც ჟერარ დეულოფეუსთან ერთად ახალგაზრდული ლიგა მოიგო და მისი მწვრთნელი სერხი ბარხუანი იყო“.