ჟოზე მოურინიოს შემცვლელი მოუძებნეს

0
15

ჟოზე მოურინიომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი შესაძლოა წლევანდელი სეზონის ბოლოს დატოვოს. გავრცელებული ინფორმაციით თუ „წითელი ეშმაკები“ საუკეთესო ოთხეულში შესვლას ვერ მოახერხებენ, პორტუგალიელ სპეციალისტს გუნდიდან წასვლა მოუწევს.
ბრიტანულ პრესაში „განსაკუთრებულის“ შემცვლელის ვინაობაც დასახელდა. „იუნაიტედის“ მესვეურები „ტოტენჰემის“ თავკაცის, მაურისიო პოჩეტინოს, მუშაობით მოხიბლულები არიან და უახლოეს მომავალში მის გადმოსაბირებლად ყველაფერს გააკეთებენ.
არგენტინელი სპეციალისტის საკუთარ რიგებში ხილვა „მადრიდის რეალსაც“ სურს, ასე რომ „მანჩესტერს“ სერიოზული კონკურენციის დაძლევა მოუწევს.
რაც შეეხება ჟოზე მოურინიოს, ეს უკანასკნელი „წითელი ეშმაკების“ პოლიტიკის მიმართ პროტესტს დიდი ხანია გამოხატავს. პორტუგალიელმა ერთ-ერთ მეგობართან საუბრისას გუნდის შიგნით არსებული სიტუაცია გააკრიტიკა და ყველაფერს მეორეხარისხოვანი უწოდა. მოურინიო მოგზაურობასთან დაკავშირებული პრობლემებითაც უკმაყოფილოა, რომელთა გამოც „იუნაიტედმა“ „იუვესთან“ და „ვალენსიასთან“ გამართულ შეხვედრებზე დააგვიანა.