პრემიერლიგის ლეგიონერებს საფრთხე ემუქრებათ

0
25

დიდი ბრიტანეთის ევროპული კავშირიდან გასვლის პროცესი ე.წ ბრექსიტი ინგლისის პრემიერლიგაში მოთამაშე ლეგიონერბისთვის ახალი წესების მიღებას განაპირობებს.
ამ საკითხთან დაკავშირებით პრემიერლიგისა და ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის ლიდერები მიმდინარე კვირაში ერთმანეთს შეხვდებიან.
ინგლისური მედიის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში პრემიერლიგაში მოთამაშე თითოეულ კლუბს 12 უცხოელ მოთამაშეზე მეტის დასაქმების უფლება არ ექნება, აქამდე კი 17 ისეთი ფეხბურთელის ყოლა იყო შესაძლებელი, რომელთაც ბრიტანული პასპორტი არ ჰქონდათ.
იმ შემთხვევაში, თუ კლუბები გადაწყვეტილებას არ დაემორჩილებიან, მაშინ უცხოელ მოთამაშეებს ისეთი ვალდებულებების შესრულება მოუწევთ, როგორიც საკუთარი სახელმწიფოს წინაშე აკისრიათ.
პრემიერლიგა შეშფოთებულია პერსპექტივაში შემოსავლების შემცირებით…