მესი მხოლოდ პელეს ჩამორჩება

0
44

კატალონიის ,,ბარსელონას” თავდამსხმელი, ლეო მესი სევილიის ,,ბეტისთან” გაფორმებული დუბლის შემდეგ, ერთი გუნდის მაისურათი გატანილი გოლების რაოდენობით მეორე ადგილზე გადავიდა.
არგენტინელს კატალონურ გრანდში 566 გოლი დაუგროვდა. Mundo Deportivos-ს ცნობით, მესი ახლა მხოლოდ პელეს ჩამორჩება, რომლის ანგარიშზეც, ,,სანტოსის” რიგებში 643 გატანილი გოლია.
მესამე ადგილს გერდ მიულერი (565 გოლი მიუნხენის “ბაიერნში”) იკავებს, მეოთხე ადგილზე ეუსებიოა (473 გოლი ლისაბონის “ბენფიკაში”), მეხუთეზე კი კრიშტიანუ რონალდუ (450 გოლი მადრიდის “რეალში”).
მიმდინარე სეზონში მესის 13 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი.