ბორჯღალოსნები ფლორენციური მარცხის მიზეზებზე საუბრობენ

0
26

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ნოემბრის პირველი ტესტ-მატჩი იტალიასთან ჩაატარა და 17:28 დამარცხდა. ბორჯღალოსნებს წინ კიდევ ორი მატჩი ელით, ტონგასთან და სამოასთან. იტალიასთან მატჩი ჩვენთან თამაზ მჭედლიძემ და ნოდარ ჭეიშვილმა შეაფასეს.
თამაზ მჭედლიძე: “იტალიასთან თამაშის დროს ლელოს დადების უამრავი შანსი გვქონდა, თუმცა ბოლო მომენტებში ბურთი წინ გვივარდებოდა ან უაზრო შეცდომას ვუშვებდით. ასეთ გუნდებთან ამდენი შანსი რომ მოგეცემა და ვერ გამოიყენებ, ძალიან ძნელია თამაშის მოგება. იტალიის დონის გუნდებთან ბევრი შანსი არ გეძლევა, მაგრამ რაც გაქვს, უნდა გამოიყენო. ამიტომ დავმარცხდით. მიმაჩნია, რომ ბიჭებმა ბოლომდე იომეს, მაგრამ პატარ-პატარა შეცდომები გვქონდა. სასიხარულოა, ასეთ შეხვედრაში ლელოს დადება, მაგრამ ორმაგად სასიხარულო იქნებოდა თუ ამ თამაშს მოვიგებდით”.
ნოდარ ჭეიშვილი: “დასახული მიზნები ვერ შევასრულეთ. შეცდომები დავუშვით და ამ შეცდომების ხარჯზე დავმარცხდით. იტალიამ ეს ყველა შეცდომა გამოიყენა, რადგანაც ძლიერი ნაკრებია. ასეთ ძლიერ გუნდებთან ხშირად თუ ვითამაშებთ, გავიზრდებით, დავიხვეწებით და მომავალში ბევრად უკეთეს შედეგს ვაჩვენებთ ძლიერ მოწინააღმდეგესთან”.