მესის გასული სეზონის ლა ლიგას საუკეთესო ფეხბურთელისა და ბომბარდირის პრიზი გადასცეს

0
25
“ბარსელონას” თავდამსხმელ ლეო მესის გასული სეზონის ლა ლიგას საუკეთესო ფეხბურთელისა და ბომბარდირის პრიზი გადასცეს.
2017/2018 წლების სეზონში “ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონი, მესი კი ბომბარდირი გახდა.
მესიმ 34 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა. მან აგრეთვე “ოქროს ბუცი” მოიგო.
პრიმერას მიმდინარე გათამაშებაზე მესიმ 10 მატჩში 9 გოლი გაიტანა და ორჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი ჩემპიონთა ლიგაზე.
ლიონელს “ბარსასთან” კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.