ჟოზე მოურინიო ჩვეულ სტიქიაშია

0
34

ჟოზე მოურინიოს განცხადებით მანჩესტერულ დერბიმდე ჩატარებულმა ორმა „ამხანაგურმა მატჩმა“ „სიტის“ უდიდესი დახმარება გაუწია. პორტუგალიელ სპეციალისტს მიაჩნია, რომ „საუთჰემპტონთან“ და „შახტართან“ მიღწეულმა გამარჯვებებმა „ქალაქელების” წისქვილზე დაასხა წყალი.
BBC-სთან საუბრისას “განსაკუთრებულმა” განაცხადა: „ერთ კვირაში სამი გასვლითი მატჩის ჩატარება ადვილი ნამდვილად არაა. „იუვენტუსთან“ შეხვედრა ცალკე აღნიშვნის ღირსია, ტურინელებთან მატჩი ურთულესი გამოდგა. რაც შეეხება „სიტის“, “ქალაქელებმა” საკუთარ მოედანზე, „საუთჰემპტონის“ და „შახტარის“ წინააღმდეგ ორი „ამხანაგური მატჩი“ გამართეს“.
“ხშირ შემთხვევაში დაშვებული შეცდომების მთავარი ფაქტორი ფიზიკური და მენტალური გადაღლილობაა. “მანჩესტერის” მოთამაშეები ზუსტად ამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. იმისთვის, რომ მიხვდე რაზეა საუბარი, ფეხბურთში ან რომელიმე სხვა სპორტში უნდა მოღვაწეობდე. მსგავსი მატჩებისთვის მომზადება ორგანიზმის გამოფიტვას იწვევს. ასეთი პატარა ინტერვალით ორი მნიშვნელოვანი შეხვედრის ჩატარება ძალიან რთულია“.
ბოლო პერიოდში “წითელი ეშმაკების” მიერ გამართული მატჩების ანალიზისას, ჟოზე მოურინიოს სათამაშო სტილს ხშირად აკრიტიკებენ. ინტერვიუს დასკვნით ნაწილში პორტუგალიელი სწორედ ამ ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა: „ხალხი, რომელსაც ფეხბურთი არ ესმის, მატჩების ანალიზისას მხოლოდ და მხოლოდ სტატისტიკას იყენებს. ჩემი მიზანი კარგი სტატისტიკური მონაცემების დაფიქსირება ნამდვილად არაა“.