“რეალი” იანვარში სამ ტრანსფერს გეგმავს

0
27

მადრიდის “რეალისთვის” წლევანდელი სეზონი კოშმარულად დაიწყო, რასაც მთავარი მწვრთნელი ხულენ ლოპეტეგი შეეწირა. “ლოს ბლანკოსმა” 2 თვეში იმდენი ქულა დაკარგა, რომ მთელს სეზონს ეყოფოდა.
“რეალი” სანტიაგო სოლარიმ ჩაიბარა, რომელმაც საწყისი 4 შეხვედრა მოიგო და გუნდი უფრო ლაღად აათამაშა. არგენტინელ სპეციალისტს ფლორენტინო პერესმა დრო სეზონის ბოლომდე მისცა.
Marca-ს ინფორმაციით, პერესი  იანვარში 3 ტრანსფერის განახორციელებას გეგმავს.
სეზონის გადასარჩენად პერესი ახალი ფეხბურთელების შეძენას შეეცდება. საამისოდ მადრიდელებს 200 მილიონი ევრო აქვთ.
ჩემპიონთა ლიგაზე წესები შეიცვალა და თუ ჯგუფურ ეტაპზე რომელიმე გუნდის რიგებში ფეხბურთელმა ითამაშა და ზამთარში სხვა გუნდს შეუერთდა, რომელიც ასევე ლიგაზე ასპარეზობს, მას ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფებში თამაშის უფლება მაინც ექნება.
როგორც მოგეხსენებათ ეს წესი ადრე არ არსებობდა და ჩემპიონთა ლიგაზე ერთი კალენდარული წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი გუნდის ღირსების დაცვის უფლება გქონდა.
თუმცა, აღსანიშნავია ერთი ნიუანსი – გუნდებს მხოლოდ 3 ასეთი მოთამაშის შეძენის უფლება ექნებათ.