ბორჯღალოსნების შემადგენლობა იტალიასთან

0
2

ბორჯღალოსანთა სამწვრთნელო შტაბმა 10 ნოემბერს ფლორენციაში, იტალიასთან გასამართი ტესტისთვის 23-კაციანი სამატჩო რაზმი დაასახელა.

სასტარტო თხუთმეტეულში რამდენიმე გადაადგილებაა – ფულბეკად თამაშს სოსო მათიაშვილი იწყებს, ცენტრში თამაზ მჭედლიძე და მონატრებული, გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე შეწყვილდებიან, რომელიც ტრავმით გამოწვეული 8-თვიანი პაუზის შემდეგ, მოედანზე პირველად გავა. ფრთებზე გიორგი კოშაძე და ზურაბ ძნელაძედადგებიან. ძნელაძეს ბორჯღალოსნების კვართით ამ დრომდე მხოლოდ ერთხელ მოუწია თამაში – 2013 წლის „თბილისის თასზე“ სამხრეთ აფრიკის „ა“ ნაკრების წინააღმდეგ.

უცვლელია ღერძი და 9 ნომერ ვასილ ლობჟანიძეს ლაშა ხმალაძე შეუწყვილდება, რომელთა კეპების ჯამური რაოდენობა 102-ს შეადგენს, ხოლო ხაზის მოთამაშეების კეპების რაოდენობა 231-ია.

შერკინების პირველ ხაზში 2-წლიანი პაუზის შემდეგ მარჯვენა ბურჯად დუდუ ქუბრიაშვილი ბრუნდება და ის 46-ე კეპს მოიხვეჭს. მარცხენა ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი, ხოლო კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე იქნებიან.

მეორე ხაზში, სადაც ტრავმის გამო კოტე მიქაუტაძე და გიორგი ნემსაძე დაგვაკლდებიან, ნოდარ ჭეიშვილი ლაშა ლომიძეს შეუწყვილდება, რომელიც ამპლუით მესამე ხაზის მოთამაშეა. მესამე ხაზში სამი 22 წლის მორაგბე გვყავს – ოთარ გიორგაძეგიორგი ცუცქირიძე და ბექა გორგაძე, რომლებიც ბოლო დროს თავიანთ კლუბებში საუკეთესოები არიან. შერკინების მოთამაშეების კეპების ჯამური რაოდენობა 238-ია.

პირველ ხაზს მარქაფიდან გამოცდილი შალვა მამუკაშვილიზურაბ ჟვანია და ლევან ჩილაჩავა გააძლიერებენ, მეორე ხაზში შალვა სუთიაშვილს ვიხილავთ, რომელიც 23-კაციან რაზმში ყველაზე ასაკოვანია – 34 წლის და იტალიასთან 70-ე კეპს მოიხვეჭს. მესამე ხაზში ბექა ბიწაძე გამოჩნდება, რომელსაც შარშან ნოემბრის შემდეგ ნაკრებში აღარ უთამაშია.

ხაზის მარქაფაშია ლაშა მალაღურაძე, რომელსაც 23-კაციან განაცხადში ყველაზე მეტი, 87 კეპი აქვს. გელა აფრასიძე (20 წლის) და გიორგი კვესელაძე მარქაფიდან ჩვენი ხაზის თამაშს გააძლიერებენ.

საქართველოს ბორჯღალოსნები

– იტალია  |  შემოდგომის ტესტი

შაბ 10/11_2018  |  ფლორენცია, არტემიო ფრანკი  |  18.00 

No სახელი და გვარი კლუბი დაბ ბრჯ მონაგარი
 
უკანა ხაზი [ბექები]
15 სოსო მათიაშვილი ლელო სარასენს [საქ დ 10] 1993 13 6 18გ 18ჯ [120 ქ]
14 გიორგი კოშაძე რუსთავის ხარები [საქ დ 10] 1996 10 4
13 მერაბ შარიქაძე^კაპ ორიაკ [სფრ პრო დ2] 1993 57 11 [10 კაპ]
12 თამაზ მჭედლიძე აჟენ [სფრ ტოპ 14] 1993 48 6ლ სბ
11 ზურაბ ძნელაძე ლოკომოტივი [საქ დ 10] 1992 1 :
10 ლაშა ხმალაძე ბათუმი [საქ დ 10] 1988

66

8ლ 4გ [48 ქ]
9 ვასილ ლობჟანიძე ბრივ [სფრ პრო დ2] 1996 36 5
შერკინება [ფორვარდები]
1 მიხეილ ნარიაშვილი მონპელიე [სფრ ტოპ 14] 1990 51 2ლ სბ
2 ჯაბა ბრეგვაძე სან’ვულვზ [იაპ ზე 15] 1987 51 2 3სბ
3 დუდუ ქუბრიაშვილი გრენობლ [სფრ ტოპ 14] 1986 45

2ლ წბ 2სბ

4 ნოდარ ჭეიშვილი ქორნიშ პაირათს [ინგ ჩემპ] 1990 15 :
5 ლაშა ლომიძე ორიაკ [სფრ პრო დ2] 1992 41 6 + 2შ სბ
6 ოთარ გიორგაძე ბრივ [სფრ პრო დ2] 1996 14 2
7 გიორგი ცუცქირიძე ორიაკ [სფრ პრო დ2] 1996 10 სბ
8 ბექა გორგაძე

ბორდო [სფრ ტოპ 14]

1996 11 5ლ სბ
მარქაფა [თადარიგი]
23 გიორგი კვესელაძე მარნეულის არმაზი [საქ დ 10] 1997 11 3
22 ლაშა მალაღურაძე კრასნი იარ [რუს სუპერ] 1986 87 4ლ 40გ 25 3ა [184 ქ] 2სბ
21 გელა აფრასიძე მონპელიე [სფრ ტოპ 14] 1998 8 :
16 შალვა მამუკაშვილი ენისეი [რუს სუპერ] 1990 58 5ლ სბ
17 ზურაბ ჟვანია ვოსპს [ინგ პრემ] 1991 35 10ლ 2სბ
18 ლევან ჩილაჩავა მონპელიე [სფრ ტოპ 14] 1991 41 7 სბ
19 შალვა სუთიაშვილი ანგულემ [სფრ პრო დ2] 1984 69 2ლ [15 კაპ] 3სბ

20

ბექა ბიწაძე ნარბონ [სფრ ფედ1] 1991 26 6ლ + 2

ათასობით ქართველი „არტემიო ფრანკიზე“

„არტემიო ფრანკიზე“, რომელიც 43 147 მაყურებელს იტევს, ბორჯღალოსნების მხარდასაჭერად რამდენიმე ათასი ქართველი იქნება. მათი ნაწილი ფლორენციაში საქართველოდან, ხოლო ნაწილი ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩავიდა. თამაში საქართველოს დროით 18 საათზე დაიწყება.

ბორჯღალოსნებს ქომაგობა არც სამშობლოში მოაკლდებათ – ჩვენი პარტნიორისა და მეგობრის, ქართული რაგბის ოფიციალური ლუდი – აისისა და თბილისის მერიის ორგანიზებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ეწყობა ღონისძიება სახელით: „იტალია v საქართველო – გააგონე ჰიმნი“.

ურთიერთშეხვედრების ისტორია იტალიასთან

ბორჯღალოსნებს იტალიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ 3-ჯერ უთამაშიათ, სამივეჯერ იტალიაში და ბალანსი მეტოქის სასარგებლოდაა – 3:0.

პირველი შეხვედრა 1998 წელს ლაკვილაში გაიმართა. ეს იყო 1999 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი მატჩი და მასპინძლებმა 31:14 იმარჯვეს. 2000 წელს, ექვსი ერის ზღარზე მყოფმა იტალიამ ლივორნოში მიგვიღო და 51:7 იმარჯვა.

„აძურის“ ბოლოს 15 წლის წინ (2003) ვეთამაშეთ. მაშინ გუნდები მსოფლიო თასისთვის ემზადებოდნენ და ასტიში მაყურებელმა დაძაბული ბრძოლა იხილა, შეხვედრა კი იტალიის ნაკრების 9-ქულიანი გამარჯვებით დასრულდა – 31:22.

10 ნოემბრის ჯახამდე იტალიის ნაკრებმა ერთი შეხვედრა გამართა, ჩიკაგოში ირლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდა და 7:54 დამარცხდა. ბორჯღალოსნებთან მატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე, რომელსაც მთელი მსოფლიო ელოდება, „აძურის“ მთავარმა მწვრთნელმა, ირლანდიელმა კონორ ო’შიმ ჩიკაგოში პრაქტიკულად მეორე შემადგენლობა წაიყვანა, მომავალი შეხვედრისთვის კი უძლიერესი შემადგენლობით ემზადება.

გაფართოებულ რაზმში არიან ვეტერანი კაპიტანი, ‘სტად ფრანსეს’ მესამეხაზელი სერჯიო პარისე, რომლის ანგარიშზე 134 კეპია, ‘ტულუზის’ კვაჭი ლეონარდო გირალდინი (96 კეპი), ‘ბენეტონის’ მესამეხაზელი ალესანდრო ძანი (106), მიკელე კამპანიარო (ექსეთერი, 35), ტომასო ბენვენუტი (ბენეტონი, 52) და ტომასო ალანი (ბენეტონი, 40).