არგენტინის პრეზიდენტი: “გვინდა მესი ნაკრებს დაუბრუნდეს”

0
3

არგენტინის პრეზიდენტს ლიონელ მესის ნაკრებში დაბრუნება სურს. მაურისიო მაკრი ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული პრეზიდენტია ფეხბურთის სიყვარულის მხრივ და “ბოკა ხუნიორსის” გულშემატკივარია.

მაურისიო მაკრი: “მინდა, რომ პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელი ნაკრებს დაუბრუნდეს. ძალიან კარგი იყო, როცა ლეო ჩვენთვის თამაშობდა. ბევრჯერ ვიყავით ახლოს უმნიშვნელოვანესი ტურნირის მოგებასთან, თუმცა, იმასაც ვფიქრობ, რომ ყველა ფეხბურთელი უნდა შევკრიბოთ, გუნდი განვაახლოთ და აქცენტი ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გავაკეთოთ”.