შერმადინის 23 ქულა, გამარჯვება და MVP-ის ტიტული “ლიეტუვოს რიტასთან”

0
2

გიორგი შერმადინის მორიგი ბრწყინვალე მატჩი ევროსარბიელზე. ესპანური “უნიკახას” ქართველმა ცენტრმა მალაგურ გუნდს ულებ-ის ევროთასზე მატჩში “ლიეტუვას რიტასთან” ულიდერა. მასპინძლებმა ბალტიელი მეტოქე 95:76 დაამარცხეს, ქართველი კალათბურთელი კი მატჩის საუკეთესო მოთამაშე (MVP) გახდა.
შერმადინი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 21:03 წუთში 23 ქულა, 5 მოხსნა, თითო პასი,  ჩაჭრა და დაფარება მიითვალა. გიორგიმ 10-დან 9 ორქულიანი და ხუთივე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ორჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი სამჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, ქართველი სარგებლიანობის კოეფიციენტი 29-ს გაუტოლდა, რაც მატჩის საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
აღსანიშნავია, რომ თამაშის ბედი მესამე მეოთხედში გადაწყდა, რომელიც ესპანურმა გუნდმა 28:7 მოიგო. “უნიკახას” 5 მოგება და ერთი მარცხი მოუგროვდა და D ჯგუფს ყაზანის “უნიკსთან” ერთად ლიდერობს, მომდევნო შეხვედრას კი 14 ნოემბერს, სტუმრად, გერმანულ “ფრანკფურტთან” გამართავს.