“მონაკოს” მფლობელი დააპატიმრეს

0
2

ფრანგული მედიის ცნობით, “მონაკოს” მფლობელი დმიტრი რიბოლოვლევი დაპატიმრებულია. მას კორუფციაში ედება ბრალი. სამართალდამცავებმა მის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. ადრინდელი ცნობის მიხედვით, რუსმა მილიარდერმა მოახერხა პოლიციის მოქრთამვა და იუსტიციის სამინისტროს პასუხისგებაში მიაცემინა შვეიცარიელი ბიზნესპარტნიორი ივა ბუიე. რიბოლოვლევმა ჩათვალა, რომ ბუიემ, ვინც მას ცნობილი მხატვრების ნამუშევრების ყიდვაში უწევდა დახმარებას, პირადი ანგარების მიზნით ფასები მოუმატა სურათებზე. ბუიემ რიბოლოვლევს მას შემდეგ უჩივლა, რაც ის რუსი მილიარდერის ბინაში აიყვანეს.